მათემატიკური საზოგადოებები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მათემატიკური საზოგადოებები – ნებაყოფლობითი მათემატიკური ორგანიზაციები, რომლებიც აერთიანებენ (ქალაქის ან მთელი ქვეყნის მასშტაბით) მათემატიკის დარგში მომუშავე პირებს.
პირველი მათემატიკური ორგანიზაციები წარმოიშვნენ მე – 17–18 საუკუნეების მიჯნაზე გერმანიაში და დიდ ბრიტანეთში. მრავალი მათემატიკური საზოგადოება შეიქმნა მე-19 საუკუნეში.
1962 წელს შეიქმნა საქართველოს მათემატიკოსთა საზოგადოება. 1994 წლიდან მას ეწოდება საქართველოს მათემატიკოსთა კავშირი.