მანდარინი კამეი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მანდარინი კამეი

მანდარინ კამეი - ნაყოფი საშუალო სიდიდისაა, კონუსისებრი; წონით 125 გრამამდე; დიამეტრი 5,3–6,9 – სმ-მდე და სიმაღლე 4,7–5,2 სმ-მდე; ნარინჯის ფერისაა, ზედაპირი შაგრენის ტყავისმაგვარი ან გლუვი, ნაყოფის წვერი ძლიერ ჩაწეული აქვს, ბუტკოს მიმაგრების ადგილი პატარაა, მის ირგვლივ მომსხო და მეჩხერად განლაგებული ეთერზეთოვანი ჯირკვლებია. ჯამის ირგვლივ რადიუსისებრი ღარებია. სურნელება სუსტი აქვს.

ნაყოფის კანი საკმაოდ სქელია, 4 მმ-მდე. აღნაგობა მკვრივი, ნაკლებად მწარე. ქვედა ფენა სქელია, სუსტად შებმული ერთმანეთთან. კანი ხორცს ადვილად სცილდება. გულის ღერძი ვიწრო-ცილინდრული, ამოვსებულია.

სეგმენტები 9–11, თანასწორი, თხელი, საკმაოდ ნაზი აპკით, ბლაგვ-სოლისებრი, ურთიერთ საკმაოდ მჭიდროდ შებმული. საწვნე უჯრედები მოკლე და არათანასწორი. წვენი საშუალო რაოდენობით აქვს. ოდნავ შეყვითლებული და გამჭვირვალე. ახასიათებს სასიამოვნო გემო.



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები