მარტუნი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მარტუნი, მარდუნი – სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ხოსპიოს თემში, ახალქალაქის პლატოს დასავლეთ ნაწილში, ზღვუს დონიდან 1700-1740 მ სიმაღლეზე, ქ. ახალქალაქიდან სამხრეთით 5 კმ მანძილზე. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. სახელწოდება წარმოიშვა 1828-1829 წლების შემდეგ, რაც სამცხე-ჯავახეთში დასახლდა თურქეთიდან გადმოსახლებული სომეხი მოსახლეობა.