მებურიშვილი ტაგუ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მებურიშვილი ტაგუ — (1934-2007), დაიბადა სოფელ ფერეთაში (ვანი). 1957 წელს დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. პირველი ლექსი 1956 წელს გამოაქვეყნა, ლექსების პირველი წიგნი „მზე მაღლა იწევს” (1966). მისი მომდევნო პოეტური კრებულებიდან აღსანიშნავია: „ლექსები” (1976), „მე ვფიქრობ შენზე” (1977), `თანდათან~ (1979), „სიყვარული და ცდომილება” (1989), „თავისუფლების მზე ბორკილს ამსხვრევს” (1990) და სხვა.
- თამარიე გათხოვდა
- სევდიანი სიმღერა ისმის: – რერა, რაშოვდა,
- თამარიე გათხოვდა, თამარიე გათხოვდა!
- მაშინ გადასხვაფერდა,
- თვალი თვალს რომ დაშორდა,
- ჩემი ცხენი ოჩნობდა, სხვისი ცხენი რაშობდა.
- გაგანია სიცხეში გაწვიმდა და გათოვდა,
- თამარიე გათხოვდა, თამარიე გათხოვდა!!!