მელე-მოლე ბირაფა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მელე-მოლე ბირაფა – „გაღმა-გამოღმა სიმღერა“. სიმღერის ისეთი სახე, როცა ტერიტორიულად გარკვეელ მანძილზე მყოფი ორი სხვადასხვა გუნდი ეჯიბრება ერთმანეთს სიმღერაში, ურთიერთ გაშაირებაში. დიდად ემსგავსება კაფიობას („კაფია ოთქუმალე“, „გეჯგინაშა ბირაფა“, „ბირაფას დოდგინუ“). მთავარი, თუ ვის, რომელ მხარეს აღმოაჩნდება პოეტური სიტყვის მეტი უნარი. ვისაც ლექს-სიმღერა (ბირაფა) შემოელევა დამარცხებულად მიიჩნევა, ისე როგორც „გეჯგინაში ბირაფა“-ს ან „ბირაფას დოდ-გინუ“-ს დროს.
ზ. თანდილავა