მელითონეთა განძი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მელითონეთა განძი - არქეოლპგიურო ძეგლი აღმოჩენილი იქნა საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევის ცემენტის კარიერისაკენ გადასასვლელი გზის მოპირდაპირე მხარეს 100 მ-ზე, ადგილ ლოდების მიწებში. თარიღდება ძვ. წ II ათასწლეულის დასასრულით. თიხის ჭურჭელში აღმოჩნდა ბრინჯაოს ნივთები: ქართული ცული (2 ც.), თოხი, ხის სახოკი, სპილენძის ზოდები (40 კგ). მოპოვებული მასალა ინახება კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.