მთავარი სამხმოვანებები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მთავარი სამხმოვანებები – სამხმოვანებები, აგებული I, IV, V საფეხურებზე (ე. ი. ტონიკაზე და ორივე დომინანტაზე) მაჟორსა და მინორში. მთავარი სამხმოვანებები დომინანტსეპტაკორდთან და კადანსურ კვარტსექსტაკორდთან ერთად წარმოადგენენ ძირითად ჰარმონიულ საშუალებებს კილოების მაჟორულ-მინორულ სისტემაში.