მთის შავმიწები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მთის შავმიწები (Chernozems) – ნიადაგის ტიპი, გავრცელებული ჯავახეთის ზეგანზე, ზღვის დონიდან 1200-2200 მ სიმაღლით დიაპაზონში, ხოლო სამცხეში ცალკეული მასივების სახით აგარა-ქარზამეთის, ძველის პლატოზე, – სოფლების ქიქინეთის, ჩიხელის, ვარხანის, სვირისა და ბოგას მიდამოებში. ხასიათდება მკაფიოდ გამოხატული შავი შეფერილობის ჰუმუსოვანი ჰორიზონტით, პროფილის გათიხებით, ჰუმუსის მაღალი შემცველობით. ინტენსიურად გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო თვალსაზრისით. ტიპური შავმიწები ვრცელდება ახალქალაქის პლატოს მოსწორებულ ზედაპირებზე, ხოლო შემაღლებულ უბნებზე გამოტუტვილი შავმიწები გვხვდება. აქ უმთავრესად მოჰყავთ კარტოფილი, მარცვლეული, ჭარხალი. გამოიყენება აგრეთვე საძოვრებად და სათიბებად.