მიმართვა (ლიტერატურა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მიმართვა – ფიგურის ერთ-ერთი სახე. მის ობიექტს შეიძლება წარმოადგენდეს ნაწარმოების გმირი, ბუნების მოვლენა, რომელიმე საგანი, ქვეყანა, ან მისი ნაწილი, მკითხველი, ხალხი, ადამიანი… მის ფუნქციას შეადგენს რომელიმე განცდის, განწყობილების ან აზრის მეტი სიმკვეთრით, ემოციური ხაზგასმით წარმოსახვა. მიმართვა უმეტესად ლირიკაში გვხვდება.
მაგალითები:
- ჰოი, მთაწმინდავ, მთაო წმინდავ, ადგილნი შენნი…
- სამშობლო მთებო, თქვენი შვილი განებებთ თავსა…
- (ი. ჭავჭავაძე).
- სამშობლო მთებო, თქვენი შვილი განებებთ თავსა…
- ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში…
- (მისივე).
- ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში…