მინდვრის კესანე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მინდვრის კესანე

Myosotis arvensis (L.) Hill.მინდვრის კესანე, ცისანა.

ორწლოვანი, იშვიათად ერთწლოვანი ბალახოვანი მრავალღეროიანი, მიტკეცილბეწვიანი 50 სმ¬მდე სიმაღლის მცენარეა. ღეროსეული ზედა ფოთლები ფართოა, წაგრძელებული, ქვედა ფოთლები თანდათანობით ვიწროვდება ყუნწში, მობლაგვოდან მახვილ ფორმამდე. ყვავილები დიდი ზომისაა, ცისფერი, შეკრებილია ყვავილედებად. ნაყოფი კაკლუჭაა, თანათესლით. ყვ. V-VII; ნაყ. VII-VIII. იზრდება მთის შუა სარტყლამდე, მდელოებზე გაჩეხილ ტყეებში, ბუჩქნარებში და როგორც სარეველა, უფრო ხშირად მინდვრებზე.

მცენარის ქიმიური შემადგენლობა სუსტადაა შესწავლილი. ცნობილია, რომ ბალახი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, რომლელიც ამუხრუჭებს პათოგენურ მიკროფლორას. გარდა ამისა, ფოთლებში აღმოჩენილია ანთოციანები, საპონინები, ფლავონოიდები, ლინოლინის მჟავა, კალიუმისა და სხვა მიკროელემენტების მნიშვნელოვანი რაოდენობა.

ხალხურ მედიცინაში უმთავრესად აღნიშნული სახეობა გამოიყენება. მცენარის ნახარშით ახდენენ თვალის ამორეცხვას კონიუნქტივიტის, ალერგიული რეაქციების, საცრემლე ჯირკვლების ანთებითი პროცესების დროს. მისგან ამზადებენ საფენებს და აბაზანებს მშრალი ეგზემის, სხვადასხვა ეთიოლოგიის კანის დაავადებებისას. გარდა ამისა, ნაყენები და ნახარშები გამოიყენება გაძლიერებული ხველების, ტუბერკულოზის, გაციებების დროს ღამით უხვი ოფლის გამოყოფისას. ზოგიერთი მონაცემის თანახმად, მცენარისაგან დამზადებული სხვადასხვა საშუალებები შველის გველისა და მორიელის ნაკბენებს და ავთვისებიანი სიმსივნის ზოგიერთ სახეობას. კესანე წარმოადგენს ჰომეოპატიური საშუალებების კომპონენტს კუჭ-ნაწლავის აშლილობისა და მაღალი დაღლილობის დროს.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები