მინეზინგერი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მინეზინგერი – (გერმ. Minnesinger), სარაინდო პოეტი-მომღერალი გერმანიაში. მინეზინგერთა პოეზიას საფუძველი ჩაეყარა XII-XIII საუკუნეებში პროვანსელ ტრუბადურთა გავლენით. მინეზინგერები უმღეროდნენ რაინდულ სიყვარულს, ადიდებდნენ ღმერთს, აიდეალებდნენ მხედრულ ცხოვრებას და ხოტბას ასხამდნენ ჯვაროსნულ ლაშქრობებს. იმ დროს მინეზინგერთა სკოლებიც არსებობდა. მინეზანგმა თავისი გავლენა მოახდინა ხალხურ პოეზიაზე.