მინუსი და პლუსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მინუსი და პლუსი – ლათ. minus – „ნაკლებად“. მათემატიკური ნიშანი („–„), რომელიც აღნიშნავს გამოკლების მოქმედებას (a – b) ან უარყოფით რიცხვზე გადასვლას (-a).

პლუსი – ლათ. plus – „მეტად“ მათემატიკური ნიშანი („+“), რომელიც აღნიშნავს შეკრების მოქმედებას ან დადებით რიცხვს.

სიტყვები plus და minus, როგორც მოქმედების აღმნიშვნელი, პირველად გამოიყენა მათემატიკის ისტორიკოსმა ენესტრემმა XIV საუკუნის იტალიურ ალგებრაში. დასაწყისში მოქმედებას აღნიშნავდნენ სიტყვების პირველი ასოებით p და m. მაგალითად, შუკე + და – ნიშნებისათვის წერდა Minusi001.png და Minusi003.png; ასეთივე აღნიშვნებით ან Minusi005.png, Minusi007.png ჩანაწერებით სარგებლობდნენ სხვა მათემატიკოსებიც. თანამედროვე + და – აღნიშვნები შემოღებულ იქნა XV ს-ის ბოლო ათწლეულში გერმანელი მათემატიკოსების მიერ (მაგალითად, გამოყენებულია ვიდმანის წიგნში, რომელიც განკუთვნილი იყო ვაჭრებისათვის საანგარიშო სახელმძღვანელოდ, 1489). ამ ნიშნების წარმოშობა უცნობია.

არსებობს მოსაზრება, რომ ნიშანი პლუსი წარმოიქმნა ლათინურიდან et, რომელიც აღნიშნავს კავშირს „და“. ამ სიტყვას შემდეგ წერდნენ t ასოს სახით, ხოლო შემდგომში დაიწყეს უბრალოდ + -ის წერა. შესაძლოა ეს ნიშნები წარმოიშვა სავაჭრო პრაქტიკიდანაც: გაყიდული ღვინის ზომას კასრებზე აღნიშნავდნენ – ხაზით, ხოლო მარაგის აღდგენისას მათ გადახაზავდნენ (წაშლიდნენ), საიდანაც მიიღებოდა + ნიშანი. დრეზდენის ბიბლიოთეკაში ნაპოვნია 1481 წლის ხელნაწერი, რომელშიც აღნიშნულია + და – სიმბოლოები. მიუხედავად ამ ნიშნების გამოჩენისა, მთელი საუკუნის მანძილზე მათემატიკურ წიგნებში პლუსისა და მინუსის ნაცვლად გამოიყენებოდა სხვადასხვა ნიშნები. ზოგიერთი ავტორი უპირატესობას აძლევდა ცნობილ p და m ნიშნებს (ბომბელი, „ალგებრა“, 1572, 1579). ვიეტამ შემოიღო საკუთარი ნიშანი + – (1591), რომელსაც შემდეგ იყენებდნენ ერიგონი (1634), იუმი (1635), ჰიუგენსი (1673), ლოპიტალი (1694).

პლუსი და მინუსი ნიშნების წარმოშობის შესახებ არსებობს სხვადასხვა ჰიპოთეზა. მაგალითად, ერთ-ერთის მიხედვით მინუს ნიშანმა განიცადა ასეთი ევოლუცია: minus, m Minusi009.png, Minusi007.png, Minusi003.png და – ან ∼ ნიშანი. არსებობს სხვა დაშვებებიც.

გაერთიანებული ნიშანი ± პირველად გამოჩნდა ჟირარის ნაშრომში ან Minusi015.png ფორმით (1626). ეს ნიშანი შეცვალეს Minusi017.png ნიშნით ± -ის და Minusi019.png ნიშნით ∓ -ის აღსანიშნავად. ამ სიმბოლოებით სარგებლობდნენ ვან სხოუტენი (1695), ვალისი (1685) და იაკობ ბერნული (1701). პორტუგალიელი მათემატიკოსი კუნია იყენებდა აღნიშვნებს ± და ∓ (1790).


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები