მიოკლონუსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მიოკლონუსი - (muoclonus), ხანმოკლე, მკვეთრი კუნთოვანი შეკუმშვა, რომელშიც შეიძლება ჩართული აღმოჩნდეს როგორც მთელი კუნთები, ასევე კუნთების ბოჭკოების მცირე რაოდენობა.
მიოკლონუსი შეიძლება იყოს ეპილეფსიის ან ენცეფალომიელიტის გამოვლინება, ანდა იზოლირებული ფენომენი, ასევე შეინიშნება ნორმაში – ძილის დროს.