მირბო ოქტავ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ოქტავ მირბო − (1850-1917), ფრანგი მწერალი, დრამატურგი. დრამატურგიული მოღვაწეობა დაიწყო მძაფრკონფლიქტიანი პიესით „ცუდი მწყემსები“. ამას მოჰყვა სატირული პიესები „კერა“ და „საქმე არის საქმე“. დაწერა, აგრეთვე, ერთაქტიანი პიესა-პამფლეტები „ფარსები და ალეგორიები“.