მიღწევათა ტესტი სტანდარტიზებული
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მიღწევათა ტესტი სტანდარტიზებული - (achievement test, standardized), ფსიქოლოგიური ტესტი, საშუალო მნიშვნელობისა და გადახრის ცნობილი პარამეტრებით.
შემუშავებულია შეძენილი ჩვევების ან გარკვეულ სფეროში მიღებული ცოდნის ინდივიდუალური დონის შესაფასებლად; გამოიყენება განათლების სისტემაში, აგრეთვე, დიაგნოზირების და პროფესიული ვარგისიანობის განსაზღვრის მიზნით.