მიწასათხრელი სატრანსპორტო მანქანები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მიწასათხრელი სატრანსპორტო მანქანები – მანქანები, რომლებიც უზრუნველყოფენ გრუნტის მოთხრას საკუთარი ან გამწეს ძალით მბიძგავთან ერთად და სპეციალური ტრანსპორტის გამოყენების გარეშე გადაადგილებენ მას დაგების (განტვირთვის) ადგილზე. სამუშაო ორგანოს კონსტრუქციის მიხედვით განასხვავებენ ციცხვებიან (სკრეპერები) და ფარის ფორმის დანებიან მანქანებს (ბულდოზერები, გრეიდერები) საკიდი მოწყობილობის სახით საბაზო მუხლუხა ან თვლებიან გამწეებზე (ტრაქტორებზე), იშვიათად სპეციალურ შასიზე ან მისაბმელი და ნახევრადმისაბმელი მოწყობილობის სახით მუხლუხა ან თვლიან გამწეებზე.