მოდული (არქიტექტურა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მოდული, მსახვარი – (ლათ. modulus), სვეტის ქვედა ნაწილის დიამეტრი, რომლის მიხედვითაც ანგარიშობენ სხვა ნაწილების ზომებს. ტერმინი პირველად ვიტრუვიუსმა შემოიღო (წიგნი IV.3) და იტალიური რენესანსის ხანის არქიტექტორებმა გამოიყენეს კლასიკური ორდენების სხვადასხვა ნაწილების ფარდობითი პროპორციების დასადგენად.