მსოფლიო კონვენცია საავტორო უფლებათა შესახებ 1952

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მსოფლიო კონვენცია საავტორო უფლებათა შესახებ 1952 – შეიმუშავეს იუნესკოს ეგიდით და ხელი მოაწერეს კონფერენციებზე ჟენევაში 6.IX. პარიზის 1971 კონფერენციაზე მასში შეიტანეს ცვლილებანი და დამატებანი: ასევე ცვლილებანი და დამატებანი შეიტანეს ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოების დაცვის შესახებ ბერნის 1959 კონვენციაში, რომელიც 1952 კონვენციასთან ერთად წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს მრავალმხრივ შეთანხმებას საავტორო უფლების დაცვის სამართლებრივი რეგულირების სფეროში. მსოფლიო კონვენცია საავტორო უფლებათა შესახებ 1952 ეფუძნება ნაციონალური (ეროვნული) რეჟიმის პრინციპს და ითვალისწინებს ამ ქვეყნების ტერიტორიებზე გამოცემულ ნაწარმოებთა დაცვას. კონვენციის დამატებანი ეხება ყველა სახის ლიტერატურულ, სამეცნიერო და მხატვრულ ნაწარმოებს (მათ შორის მუსიკალურს, დრამატულს, კინემატოგრაფიულს), ასევე ფერწერას, გრაფიკასა და სკულპტურას. კონვენციის V მუხლი ითვალისწინებს ავტორის განსაკუთრებულ უფლებას თავისი ნაწარმოების თარგმანზე. დანარჩენ შემთხვევაში კონვენცია ითვალისწინებს უცხოელი ავტორის ნაწარმოებებზე ქვეყნის იმ საშინაო კანონმდებლობის გამოყენებას, რომელშიც რეგულირებულია საავტორო უფლებათა დაცვის საკითხები. კონვენცია ითვალისწინებს ნაწილობრივ შეზღუდვას თარგმანის უფლებაზე. ასე მაგ. თუ ავტორმა შვიდი წლის განმავლობაში არ თარგმნა ან ნება არ დართო თარგმნილიყო მისი გამოქვეყნებული ნაწარმოები ამ სახელმწიფოს რომელიმე ენაზე, მაშინ ამ სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო უფლებამოსილია გასცეს ლიცენზია ნაწარმოების შესაბამის ენაზე თარგმნის შესახებ. ნებისმიერი საავტორო უფლების დაცვის ვადა კონვენციაში დაწესებულია არა უმცირეს 25 წლისა ავტორის სიკვდილის შემდეგ (ბუნებრივია, სიცოცხლეშიც). კონვენციის მიხედვით ყველა დაცულ ნაწარმოებზე უნდა იყოს მითითებული ნიშანი ©. საქართველოში საავტორო უფლებების შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტია საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, რომლის IV წიგნი საავტორო უფლებათა სამართლებრივ რეგულირებას ეძღვნება.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები