მსოფლიო მეურნეობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მსოფლიო მეურნეობა - (world economy), მსოფლიოს ყველა ქვეყნის ეროვნულ მეურნეობათა ერთობლიობა, მათი ეკონომიკური ურთიერთკავშირი, რომელიც მოიცავს საგარეო ვაჭრობას, კაპიტალის გატანას, სამუშაო ძალის (შრომითი რესურსების) მიგრაციას, საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციების შექმნას, სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინფორმაციის გაცვლას, ეკონომიკური ხელშეკრულებების დადებასა და ა.შ. თანამედროვე პირობებში გლობალური პრობლემების გამწვავებამ გააძლიერა მსოფლიო მეურნეობრივი კავშირები.