მულტიეთნიკური
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მულტიეთნიკური - (multiethnic), ტერმინი გამოიყენება ისეთი საზოგადოებების აღსაწერად, რომელშიც სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს აქვთ ერთი ენა, საგანმანათლებლო სისტემა, ჩაცმულობა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, საქმიანობის ფორმები და ჰყავთ ერთი მთავრობა; თუმცა ამავე დროს, შენარჩუნებულია ინდივიდუალური იდენტურობა საკუთარი ეროვნული წარმომავლობის, ფასეულობების, ნორმების და ჩვევების მიმართ.