მუსანდარა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სალოგინე თარო − ლოგინის შესანახი, დასაწყობი ადგილი. ჩვეულებრივ აჭარულ სახლში იგი ოჯახის ძირითად სამყოფ ოთახში − სექვის ბოლოში იყო გამართული. ზოგ შემთხვევაში ამ მიზნით სახლში თახჩაც იყო მოწყობილი და მასაც მუსანდარა ერქვა.
არც თუ ისე იშვიათად მუსანდარა, კარადა ლეიბ-საბნის დასაწყობად სახლის კედელში იყო დატანებული. თედო სახოკია: „კედელში გამოჭრილია მუსანდარა (ტახჩა) სადაც საბან-გობა-ნი ინახება“
ლიტერატურა
მიქელაძე, 1978:114;
ქართული ეთნოლოგიური... 2009:303;
სახოკია, 1985:172;
ჯავახური... 2014;
ტუნაძე, 1996:96.