მყრალი ხრაშუნა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მყრალი ხრაშუნა (ლათ. Russula foetens (Pers.: Fr.) Fr. რუს. Валуй)
ქუდი – 15 სმ-მდე დიამეტრისაა, ჯერ სფეროსებრია, შემდეგ – ბრტყელი და შუაში ჩაჭყლეტილი, ღრმად დაღარული კიდეებით, ზედაპირი დაფარულია ლორწოთი, ჟანგმიწისფერი ან ჟანგმიწისფერ-მურა. კიდეები უფრო მუქია ფირფიტები მოყვითალო-თეთრია, გამოყოფს წყლის წვეთებს, შემდეგ კი უჩნდება მურა ლაქები.
ფეხი – 4-10 სმ სიგრძისა და 2-3 სმ სისქისაა, შუაში გაბერილი, მოთეთროა.
რბილობი – თეთრია, ცხარე გემოთი და არასაიამოვნო სინესტის სუნით.
სპორები – ელიფსისებრია, მსხვილხორკლიანი ზედაპირით, უფე რული, 8-11X8-9 მკმ.
იზრდება ნიადაგზე ტყეში ზაფხულ-შემოდგომით. იხმარება დასამწნილებლად წინასწარ გათუთქვის ან დალბობის შემდეგ.