ნანტის ედიქტი 1598

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნანტის ედიქტი 1598 – გამოსცა საფრანგეთის მეფემ ანრი IV-მ 13 აპრილს ნანტში; დაასრულა რელიგიური ომები საფრანგეთში. ედიქტის თანახმად, კათოლიკობა გაბატონებულ რელიგიად რჩებოდა, მაგრამ ჰუგენოტებს ეძლეოდათ რწმენისა და ღვთისმსახურების თავისუფლება ქალაქებში (პარიზისა და სხვა რამდენიმე ქალაქის გარდა), თავიანთ ციხეებსა და ზოგიერთ სოფელში. მათ უფლება ჰქონდათ, დაეკავებინათ სასამართლო-ადმინისტრაციული და სამხედრო თანამდებობები. ჰუგენოტთა სასამართლო საქმეების გასარჩევად პარიზის, ტულუზის, ბორდოსა და გრენობლის პარლამენტებში შეიქმნა განსაკუთრებული პალატები, რომლებიც სანახევროდ ჰუგენოტებისგან შედგებოდა. მათ უფლება მისცეს, მოეწვიათ საკუთარი პოლიტიკური კონფერენციები და სინოდები, ედიქტის დამატებითი საიდუმლო მუხლებით ჰუგენოტებმა მიიღეს 100 ციხესიმაგრე გარნიზონებითურთ, (მათ შორის-მონპელიე, მონტობანი, ლა-როშელი) არმიის ყოლის უფლება და სხვა პრივილეგიები.

ედიქტს მოჰყვა რომის პაპის, კათოლიკური სამღვდელოებისა და პარლამენტების მწვავე წინააღმდეგობა. მათ საგრძნობლად გააჭიანურეს ედიქტის რეგისტრაცია (მაგ., რუანის პარლამენტმა რეგისტრაციაში გაატარა მხოლოდ 1610). ჰუგენოტებთან ომის (1621-28) შემდეგ ედიქტის საიდუმლო მუხლები გაუქმდა (1629). 1685, ლუი XIV-ის დროს, ედიქტი საბოლოოდ გაუქმდა.

წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები