ნართ ყოფხანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნართ ყოფხან-ი (ბალყ.-ყარაჩ. Нарт къопхан – „ნართების ადგომა“) – ბალყარულ-ყარაჩული რწმენა იმის შესახებ, რომ საახალწლოდ, გაზაფხულის დღეღამსწორების ჟამს (21-22 მარტი) მიცვალებულები (წინაპრები) სხვადასხვა ცხოველების სახით (ტოტემისტური რწმენა?) საფლავებიდან ამოდიან, რათა შთამომავლობას ესტუმრონ ან გააფრთხილონ ისინი მოსალოდნელი უბედურების თაობაზე. მ. ჯურთუბაევის აზრით, ეს რწმენა გაზაფხულის დღეღამსწორების – „მზის ადგომის, აღორძინების“ (нар къопхан) აღმნიშვნელი ცნების ყალბი გააზრების შედეგად წარმოიშვა.
ლიტერატურა
Карачаево-балкарские мифы. Составитель М. Джуртубаев. Нальчик, 2007.