ნდობის ღონისძიებები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნდობის ღონისძიებები - კოლექტიური და ცალმხრივი აქციები, რომლებსაც მეორე მხარის დასარწმუნებლად მიმართავენ სახელმწიფოები. ეს ღონისძიებები არ ისახავს მიზნად ზიანი მიაყენოს მეორე მხარის ეროვნულ უსაფრთხოებას.

ჩვენს დროში ნდობის ღონისძიებები ატარებს როგორც შეტყობინების, ისე შეკავების ხასიათს და ითვალისწინებს: სამხედრო ინფორმაციის გაცვლას, მათ შორის - შეიარაღების სისტემების და ტექნიკის გაშლის გეგმების, სამხედრო ბიუჯეტების შესახებ და სხვა; გარკვეული სამხედრო საქმიანობის შესახებ წინასწარ შეტყობინებას; სამხედრო წარმოების კონვერსიის დარგში თანამშრომლობას და სხვა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები