ნიაზი (კომპოზიტორი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნიაზი – (თაღიზადე-ჰაჯიბეკოვი ნიაზი ზულფუგარ ოღლუ) (7 აგვისტო 1912, თბილისი — 2 აგვისტო 1984, ბაქო), აზერბაიჯანელი კომპოზიტორი, დირიჟორი, საზოგადო მოღვაწე. სსრკ სახალხო არტისტი (1959). ნიაზი 1925-31 სწავლობდა თბილისის კონსერვატორიაში. 1937-48 იგი იყო ბაქოს ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი, 1961-65 დირექტორი, მთავარი დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. 1960-61 ლენინგრადის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი დირიჟორი, 1938-იდან ნიაზი აზერბაიჯანის სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი. შექმნილი აქვს სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური ნაწარმოებები, სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1951,1952).