ნიკო ცხვედაძის სახლი თვალადში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნიკო ცხვედაძის სახლი თვალადში - სახლი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თვალადში მონასელიანთ უბანში. აგებულია 1814 წ. ეკუთვნოდა ცნობილ ქართველ პედაგოგსა და საზოგადო მოღვაწეს ნიკო ცხვედაძეს (1845-1911 წწ).

სახლი დგას ყორეშემოვლებულ ეზოში. ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. შენობა სამხრეთიდან ორსართულიანია, ჩრდილოეთიდან – სამსართულიანი. მესამე სართული მოგვიანებით დაუშენებია ნ. ცხვედაძის სიძეს, ცნობილ ქართველ მეცნიერ-ეკონომისტს ფ. გოგიჩაიშვილს. შენობას დასავლეთ და ჩრდილოეთ მხარეს ჰქონია გალერეა (ამჟამად ამოშენებულია). პირველ სართულზე სიგრძივ ოთხი ოთახია, წინ დერეფნით, მეორე სართულზე – სამი. შენობის სახურავი ღარიანი კრამიტისაა.

ნ. ცხვედაძესთან ზაფხულობით სოფელში ხშირად ჩადიოდნენ სტუმრად გამოჩენილი პედაგოგები და საზოგადო მოღვაწეები. მისი უახლოესი მეგობარი იაკობ გოგებაშვილი ჭაბუკობიდანვე სოფელ თვალადში, ნ. ცხვედაძის დედის ოჯახში, ისვენებდა. ნ. ცხვედაძის სახლში მას ცალკე ოთახი ჰქონია დასასვენებლად და სამუშაოდ. ამ ოთახს „იაკობის ოთახს“ ეძახდნენ. აქ დაწერა ი. გოგებაშვილმა „კონა“ და „იავნანამ რა ჰქმნა“.


წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები