ნორმალურობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნორმალურობა - (normality), არასაკმარისად ზუსტად განსაზღვრული ცნება, რომელსაც რამდენიმე მნიშვნელობა აქვს.
ჯანმრთელობის სფეროში უპირატესად გამოიყენება შემდეგი მნიშვნელობები: ჩვეულებრივი; უვნებელი; ოპტიმალური ან ყველაზე შესაფერისი; საშუალო; მეტრიული მნიშვნელობა ალბათობის გარკვეულ ფარგლებში.
ცნებას, რომელსაც ქცევასთან და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან (მაგალითად, გულისხმობს ზიანის არმომტანს და არაპათოლოგიურს, ოპტიმალურს ან ვითარებასთან ყველაზე მეტად შესაბამისს, ჩვეულს, საშუალოს, მოდალურს) მიმართებაში აქვს რამდენიმე სხვადასხვა მნიშვნელობა, ან წარმოადგენს გაზომვად მნიშვნელობას სტანდარტული გადახრით. კულტურას შეაქვს თავისი წვლილი ნორმალურობის გაზომვაში, მიუხედავად იმისა, თუ როგორ განისაზღვრება იგი.