ოლეარიუსი ადამ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ადამ ოლეარიუსი

ადამ ოლეარიუსი – ნამდვილი გვარი ელშლეგერი, (გერმ. Adam Olearius, დაახ. 24 სექტემბერი 1599, აშერსლებენი — 22 თებერვალი 1671, გოტორპის სასახლე, შლეზვიგი), გერმანელი მოგზაური, გეოგრაფი, მწერალი, დიპლომატი.

დიპლომატიური მისიით იმყოფებოდა რუსეთსა და ირანში. თავისი შთაბეჭდილებები აღწერა წიგნში „დაწვრილებითი აღწერა მოსკოვსა და სპარსეთში საყოველთაოდ ცნობილი მოგზაურობისა, რომელიც მოეწყო მოსკოვის დიდი მეფის მიხეილ თედორეს ძისა და სპარსეთის მეფის შაჰ-სეფის კარზე გოტარფიდან ჰოლშტაინის საელჩოს გაგზავნასთან დაკავშირებით“. წიგნში მრავალი ცნობაა XVII საუკუნის საქართველოს შესახებ.




ლიტერატურა

რევიშვილი მ., გერმანულ-ქართული ეტიუდები., თბ., 1977.

წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები