ოპტიკური კავშირგაბმულობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ოპტიკური კავშირგაბმულობა - ინფორმაციის გადაცემა ოპტიკური დიაპაზონის ელექტრომაგნიტური ტალღების მეშვეობით.ოპტიკური კავშირგაბმულობა ხორციელდება ოპტიკური კავშირგაბმულობის ხაზებით, რომლებიც მოიცავენ გამომსხივებელს, ფოტოდეტექტორს და გამოსხივების გავრცელების ოპტიკურ არხს.
ტიპის მიხედვით ოპტიკური კავშირგაბმულობა იყოფა ტალღის გამტარ და ღიად, რომლებშიც გამოსხივების გავრცელება ღია სივრცეში, ატმოსფეროში და წყალში ხორციელდება. ოპტიკური კავშირგაბმულობის ძირითად ღირსებად გვევლინება ინფორმაციის გადაცემის მაღალი სისწრაფე, დაბრკოლების და არასანქცირებული ხელმისაწვდომობისგან დაცვა.