ორნატი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ორნატი - გუთნის ან სხვა სახვნელის ნაკვალევი, ხნული.
ორნატნი მისნი დაათრვენ, განამრავლე ნაყოფი მისი, ცუარითა მისთა მხიარულ იყოს ჯეჯილი მისი. (ფსალ.64, 10)
„ორნატნი მისნი დაათრვენ“ ნიშნავს - „ხნულები მისი მორწყეო“.
წყარო
ფსალმუნნის ძველ-ქართულ სიტყვათა, გეოგრაფიულ ადგილთა და ისტორიულ მოვლენათა განმარტებანი