ოქმი (სახელშეკრულებო)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ოქმი – ოფიციალური დოკუმენტი (როგორც წესი, ძირითადი დოკუმენტის თანმხლები), რომლის მეშვეობითაც საერთაშორისო ხელშეკრულება ზუსტდება, ფართოვდება ან ვიწროვდება. ოქმი შეიძლება ეწოდოს ცალკე საერთაშორისო ხელშეკრულებასაც, რომელიც, როგორც წესი, არეგულირებს ნაკლებად მნიშვნელოვან ან ისეთ საკითხებს, რომლებიც უკვე რეგულირებულია საერთაშორისო მრავალმხრივი ხელშეკრულებით ან კონვენციით. აღნიშნული წესიდან გამონაკლისია, როცა ოქმში შეიძლება აისახოს მნიშვნელოვანი პოლიტიკური შეთანხმება, მაგ., 1961 ჟენევის ოქმი ომის დროს მხუთავი, მომწამვლელი ან სხვა მსგავსი აირების გამოყენების აკრძალვის შესახებ.