ოცდამეთორმეტედი ნოტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ოცდამეთორმეტედი ნოტი – ნოტი, რომელიც გრძლიობით მთელზე 32-ჯერ უფრო მოკლეა. რვა ოცდამეთორმეტედი ნოტი გრძლიობით ერთი მეოთხედის ტოლია და საშუალო ტემპით დროის ერთ თვლაზე მოდის. ოცდამეთორმეტედი ნოტი აღინიშნება შავი წრით, შტილით მარჯვნივ ზემოთ ან მარცხნივ ქვემოთ და 3 კუდით. ერთმანეთის გვერდზე მყოფი რამდენიმე ოცდამეთორმეტედის კუდი შეიძლება შეიცვალოს სამი საერთო სახსრით.