პალმე ულოფ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სვენ ულოფ იოაკიმ პალმე – (შვედ. Sven Olof Joachim Palme, დ. 30 იანვარი, 1927, სტოკჰოლმი — გ. 28 თებერვალი, 1986, იქვე), შვედი პოლიტიკოსი, სოციალ-დემოკრატი, პრემიერ-მინისტრი 1969-76 და 1982-86.
განათლება მიიღო შვედეთსა და აშშ-ში.
1949 გაერთიანდა სოციალ-დემოკრატიულ ლეიბორისტულ პარტიაში;
1954 იყო პრემიერ-მინისტრის მდივანი;
1955-61 ხელმძღვანელობდა სოციალ-დემოკრატიული ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდულ მოძრაობას;
1963 მოვიდა მთავრობაში, პრემიერ-მინისტრობამდე ეკავა სხვადასხვა პოსტი;
1969 გახდა სოციალ-დემოკრატიული ლეიბორისტული პარტიის ლიდერი.
პრემიერ-მინისტრად ყოფნისას გაატარა კონსტიტუციური რეფორმები, რომელთა მიხედვითაც რიქსდაგი ერთპალატიან პარლამენტად ჩამოყალიბდა, ხოლო მონარქს ჩამოერთვა ძალაუფლება.
1986 მოკლეს.