პარამფისტომატოზები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პარამფისტომატოზები – (paramphistomoses; ქვერაზმის დასახელება Paramphistomata + ბერძნ. oses დაავადებები) – მცოხნელი ცხოველების ჰელმინთოზები. აღმძვრელებია ტრემატოდები, რომლებიც მიეკუთვნებიან Paramphistomum-ის, Calicophoronისა და Gastrothylax-ის გვარებს. ისინი გაერთიანებული არიან Paramphistomata-ს ქვერაზმში. მათი ახალგაზრდა ფორმები პარაზიტობენ წვრილ ნაწლავებში, ზრდასრული ფორმები – იმავე ცხოველის ფაშვში, იშვიათად – ბადურაში. გავრცელებულია ყველგან.

დაავადება მიმდინარეობს მწვავე (1,5-2 წლის მოზარდეული) და ქრონიკული (უფროსი ასაკის ცხოველები) ფორმებით. მწვავე მიმდინარეობისას პირუტყვი დაუძლურებული, მოდუნებული და ძლიერ გამხდარია, ნაკლებად მოძრაობს, უმეტესად წევს, კვნესის და კბილებს აკრაჭუნებს. ლორწოვანი გარსები მკრთალია, აღინიშნება ჰიპოტონია, წინაკუჭების ატონია, ფაღარათი, რომელიც იცვლება ყაბზობით. ყბათაშუა და ღაბაბის არეებში – შეშუპებაა. ქრონიკული მიმდინარეობისას აღინიშნება უწყვეტი ფაღარათი, პროგრესირებადი სიგამხდრე და ანემია.


წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები