პარასკარიდოზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პარასკარიდოზი – (parascaridosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Parascaris + ბერძნ. eidos მსგავსი, გარეგნობა + osis დაავადება), ცხენის ჰელმინთოზი. აღმძვრელი – Parascaris equorum პარაზიტობს წვრილ ნაწლავსა (ზრდასრული ფორმები) და ღვიძლსა და ფილტვებში (ლარვული ფორმები). გავრცელებულია ყველგან.

უპირატესად ერთ წლამდე ასაკის მოზარდეული ავადდება. უფროსი ასაკის ცხენების ორგანიზმში პარასკარიდოზი გამოხატული კლინიკური ნიშნების გარეშე მიმდინარეობს. კვიცებს აღენიშნებათ ფაღარათი, ენტერიტი, ბრონქოპნევმონიის ნიშნები: სხეულის ტემპერატურის ხანმოკლე მატება, ხველა, აჩქარებული სუნთქვა, სეროზულ-ლორწოვანი გამონადენი ცხვირიდან. ზოგჯერ ვითარდება ნერვული აღგზნების შეტევები. წვრილ ნაწლავებში აღმძვრელის პარაზიტობისას ცხოველი თანდათან ხდება, ფაღარათი იცვლება ყაბზობით, კვიცები ჩამორჩებიან ზრდაგანვითარებაში, მუცლის მოცულობა გადიდებულია, ხილული ლორწოვანი გარსები მკრთალია. შესაძლოა განვითარდეს ჭვლების შეტევები. ნერვული ფორმისას აღინიშნება: კრუნჩხვები, უკანა კიდურების პარეზი, აღგზნების მძაფრი შეტევები.


წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები