პირადი ნოტა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პირადი ნოტა – დიპლომატიური მიმოწერის ფორმა, რომელიც ჩვეულებრივ ეხება მნიშვნელოვან და პრინციპულ საკითხებს ან იგზავნება ამა თუ იმ მოვლენის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის სახით, ასევე ადგილსამყოფელ სახელმწიფოში დიპლომატიური ოქმით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად ან პირადი ნოტაზე საპასუხოდ.

პირადი ნოტა დაბეჭდილი სპეციალურ სანოტო გერბიან ქაღალდზე, შედგენილია პირველ პირში, ხელს აწერს გამგზავნი, ზედა მარჯვენა კუთხეში დაბეჭდილია გაგზავნის თარიღი და ადგილი, ქვედა მარცხენა კუთხეში – ადრესატის ინიციალები, გვარი, თანამდებობა და მისამართი. პირად ნოტაში ადრესატისადმი თავაზიან მიმართვასა და კომპლიმენტებს განსაზღვრავს დიპლომატიური ოქმი.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები