პირის ღრუს და ენის კიბო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ენის საწყისი სტადიის კიბო და ენის შორს წასული კიბო

პირის ღრუს და ენის კიბო — კლინიკურად ძალიან მწირი გამოხატულება აქვს. ენის და პირის ღრუს უმნიშვნელო დისკომფორტი და, ძალიან იშვიათად, ტკივილის ირადიაცია იპსილატერალურ ყურზე. აი, ასეთი ნიშნებით მოგვმართავს პაციენტი კონსულტაციაზე. დიდი ზომის და უკვე კარგად გავრცელებული კიბოც კი არ იწვევს დისკომფორტს. განსაკუთრებით, მწეველ და ასაკოვან პაციენტებში. ჰიპერსალივაცია, ტრიზმი ან ყლაპვის გაძნელება, უკვე ძალიან შორს წასულ შემთხვევებში გვხვდება.

დათვალიერებით ვხედავთ ყვავილოვანი კომბოსტოს აგებულების, კონტაქტურად სისხლმდენ სიმსივნეს, რომელიც პალპაციით (რომელიც აუცილებელია გავაკეთოთ რათა განვსაზღვროთ შიდაქსოვილოვანი ინვაზია), მკვრივია და შეიძლება მტკივნეული იყოს დაწყლულების შემთხვევაში.

აშკარა კლინიკური ნიშნების მქონე კიბოს გარდა, შეიძლება შეგვხვდეს შენიღბული კიბოს შემთხვევები, როდესაც სახეზეა:

— მხოლოდ საწყისი ფორმა, ლეიკოკერატოზული დაზიანება. ამ შემთხვევაში, აუცილებელია დაკვირვება. ცუდი დინამიკის შემთხვევაში, უნდა გაკეთდეს უბნის ამოკვეთა ან ბიოფსია;
— კბილის მიდამოსთან დაწყლულებული, ლორწოვანი გარსის არსებობა, რომელიც არ იკურნება, სტომატოლოგის მკურნალობის მიუხედავად;
— ენის შეუმჩნეველი, გამაგრებული მიდამო დაწყლულების გარეშე, რომლის ბიოფსიაც აუცილებელია;


იხილე აგრეთვე

სასუნთქი გზების კიბო

წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები