პირ-ხახის კიბო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სასის და ტონზილის კიბო და ტონზილების ფიბრინულ-ჩირქოვანი ნადები

პირ-ხახის კიბო — ეს არის გლანდის, ენის ძირის და, ძალიან იშვიათად, ხახის უკანა კედლის კიბო.

დამახასიათებელი ნიშნებია: ყლაპვის დროს დისკომფორტი, ირადიაცია ყურისკენ, კისრის ლიმფური კვანძების ადენოპათია, ექოსკოპიურად, ხშირად კისტოზური.

როგორც პირის ღრუს კიბოს შემთხვევაში, ზოგი სიმსივნე აშკარაა და წარმოდგენილია ყვავილოვანი კომბოსტოსმაგვარი წარმონაქმნით. უფრო ძნელია, თუმცა აუცილებელი, შენიღბული სიმსივნეების ამოცნობა.

ასეთები არის:

— ტონზილარული კრიპტების სიღრმეში დამალული კიბო;
— ტონზილო-ლინგვალური, ენა-გლანდის ნაოჭში მდებარე კიბო. ეჭვი მასზე პალპაციით, გამაგრებული, დაწყლულებული უბნის არსებობისას გვიჩნდება;
— მტკივნეული, თუმცა ნორმალური ლორწოვანი გარსის ქვეშ მდებარე სიმსივნე, რომელიც გამაგრებულია და ამას პალპაციით ვხვდებით;
— ენის ძირის სიმსივნეები, რომელიც მხოლოდ პალპაციით შეინიშნება;

ყველა ეს ნიშანი აუცილებელ ენდოსკოპიურ და ბიოფსიურ კვლევას მოითხოვს.



იხილე აგრეთვე

სასუნთქი გზების კიბო

წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები