პოეზია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პოეზია − (ბერძნ. პოეზიის − წყობილსიტყვაობა), ფართო გაგებით ეწოდება სიტყვიერ ხელოვნებას, მხატვრულ ლიტერატურას საერთოდ; ვიწრო გაგებით – საკუთრივ პოეტურ ნაწარმოებებს, ლექსად დაწერილ თხზულებებს.
გადატანითი მნიშვნელობით პოეზია ნიშნავს მიმზიდველს, ემოციურს, სათუთს, საერთოდ ყველაფერს, რაც გატაცებას, სიხარულსა და ემოციურ ამაღლებას იწვევს.