პოლონეთ-რუმინეთის ხელშეკრულება 1921
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პოლონეთ-რუმინეთის ხელშეკრულება 1921– (კავშირის შესახებ), დაიდო ქ. ბუქარესტში 3 მარტს 5 წლის ვადით (ხელშეკრულება გაგრძელდა 1926, 1931 და 1936), მიზნად ისახავდა ორ სახელმწიფოს შორის კავშირის განმტკიცებას. ხელშეკრულების თანახმად, მხარეები ვალდებულნი იყვნენ გაეწიათ ერთმანეთისათვის სამხედრო დახმარება, აგრეთვე შეეთანხმებინათ თავიანთი პოლიტიკა „აღმოსავლეთის მეზობელთან“ (საბჭოთა რუსეთთან) მიმართებაში.