პსიკტერი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პსიკტერი – (ძვ.ბერძ. ψυκτήρ, ნაწარმოებია სიტყვიდან ψύχώ - ვაცივებ), ღვინის გასაცივებელი საგანგებო ჭურჭელი. ეს იყო ცილინდრულფეხიანი მუცელგამობერილი ჭურჭელი, რომელსაც ჰქონდა აგრეთვე დაბალი ყელი. კარგად პროფილირებული პირის გვირგვინით.