პფალცური მემკვიდრეობა 1658
პფალცური მემკვიდრეობა 1658 – პფალცის უშვილო კურფიურსტის, კარლოსის გარდაცვალების შემდეგ, საფრანგეთის მეფე ლუი XIV-მ კურფიურსტთან შორეული ნათესაური კავშირის საბაბით, პრეტენზია გამოაცხადა პფალცის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილზე. რომელიც რომის საღვთო იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა, და მთელ მოძრავ ქონებაზე.
1688 პფალცში საფრანგეთის ჯარები შევიდა. ასე დაიწყო პფალცის მემკვიდრეობისათვის ომი საფრანგეთსა და ევროპის სახელმწიფოების კოალიციას – ე.წ. აუგსბურგის ლიგას – შორის. პფალცის დაკავების შემდეგ საომარი მოქმედებები გერმანიის სხვა რაიონებშიც გავრცელდა. ომმა მოიცვა ნიდერლანდი და ესპანეთი. საფრანგეთის ჯარები 1688-91 გაიგზავნა ირლანდიაშიც ანტიინგლისური აჯანყების დასახმარებლად. ომი ზღვაზეც (ამერიკის ნაპირებამდე) წარმოებდა. საფრანგეთის არმიამ მოიპოვა მთელი რიგი დიდი გამარჯვებები. მაგრამ 1692 წლის 29 მაისს დამარცხდა ინგლის-ჰოლანდიის გაერთიანებულ ფლოტთან ბრძოლაში ჰააგის კონცხთან. პფალცური მემკვიდრეობისათვის ომი რისვიკის ზავით (1697) დამთავრდა.