რენენუთეთი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რენენუთეთი – (ეგვიპტ.) ნაყოფიერებისა და უხვი მოსავლის ქალღვთაება, გამოისახებოდა კობრის სახით. მის ძედ ითვლებოდა ნეფრი – მარცვლეულის ღმერთი. რენენუთეთი ფარაონების მკვებავი ქალღმერთი იყო, ძუძუს აწოვებდა მათ.