რიბალტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რიბალტი — მოხეტიალე მსახიობი პოლონეთში (მე-15 ს.). მოგვიანებით მათი დიდი ნაწილი დასახლდა ქალაქებში. აქ ისინი მართავდნენ საყოფაცხოვრებო თემატიკაზე აგებულ, ხალისიანი იუმორით აღსავსე პატარ-პატარა წარმოდგენებს, ე.წ. რიბალტურ კომედიებს.
რიბალტების ნაწილი ეკლესიის მომღერლებად იქცნენ, ნაწილი კი საეკლესიო სიმღერების მასწავლებლები გახდნენ. მე-17 საუკუნეში ისინი სრულიად გაქრნენ.