როკაილი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
როკაილი – (ფრანგ. rocaille), ორნამენტული მოტივი (ნაძერწი, კვეთილი, ჭედური, გრაფიკული და ა.შ.) სტილიზებული ნიჟარის ფორმისა. ჩვეულებრივ წნული ხვიების, უცნაურად გადახლართული ხაზებისა და სხვ. მოჩარჩოებაში. ფართოდ იყენებდნენ როკოკოს სტილის (VIII საუკ.) ნაგებობებისა და დგამ-ავეჯის მოპირკეთება-მოსართავად.