როკ-ოპერა
როკ-ოპერა − (ინგლ. rock`n` roll და ოპერა), მუსიკალურ-დრამატული ჟანრი, რომლის სტილისტურ საფუძველს წარმოადგენს როკ-მუსიკა, წარმოიშვა 1960-1970 აშშ-ში და ინგლისში. პირველ როკ-ოპერად მიჩნეულია გ. მაკდერმოტის „თმები“ (1967). მაღალი მხატვრული თვისებებით გამოირჩევა ე. ლ. უებერის როკ-ოპერები: „იესო ქრისტე მსუპერვარსკვლავი“ (1971) და „ევიტა“ (1978).როკ-ოპერის იდეური მიმართულება დაკავშირებულია ახალგაზრდობის სტიქიურ ბუნტთან ბურჟუაზიული საზოგადოების ფასეულობათა წინააღმდეგ. მუსიკალური დრამატურგია ემყარება ცალკეული ნომრებისა (არია, მონოლოგი, გუნდი) და ლაიტმოტივიზმის შეთავსებას. როკ-ოპერაში გვხვდება სალაპარაკო დიალოგები, საცეკვაო ეპიზოდები სპეციფიკური პლასტიკით, ბგერითი გაფორმებისა და განათების ტექნიკის ექსცენტრიული ხერხები. გამოიყენება როგორც კლასიკური საორკესტრო შემადგენლობა, ისე როკ-ანსამბლები, შესრულების მანერა – შემტევი, აგრესიულია.
ქართულ მუსიკაში როკ-ოპერის ნიმუში შექმნა ი. ბარდანაშვილმა („ალტერნატივა“, 1976 რ. სტურუას ლიბრეტოზე).