რომის კონვენცია 1952

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რომის კონვენცია 1952 – (კონვენცია დედამიწის ზედაპირზე მესამე პირებისათვის უცხოეთის საჰაერო ხომალდების მიერ მიყენებული ზიანის შესახებ), შემუშავდა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით. ხელი მოაწერეს რომში 7.X. ძალაში შევიდა 4.II.1958.

კონვენციის მიზანია, უზრუნველყოს უცხოეთის საჰაერო ხომალდების მიერ დედამიწის ზედაპირზე ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის მიყენებული ზიანის კომპენსაცია. კონვენციაში განმტკიცებულია საჰაერო ხომალდის მფლობელის აბსოლუტური პასუხისმგებლობის პრინციპი, ანუ იმ პირის, რომელიც სარგებლობდა ხომალდით ზიანის მიყენების მომენტში. მფლობელის პასუხისმგებლობის საფუძველი თვით საჰაერო ხომალდით ან მისგან ჩამოვარდნილი რაიმე ნივთით მიყენებული ზიანის ანაზღაურება არ ხდება, თუ ზიანის მიყენება გამოწვეულია მხოლოდ ფრენის ფაქტიდან გამომდინარე. ზიანის მიყენების ფაქტი უნდა დაამტკიცოს დაზარალებულმა მხარემ. ოქმი კონვენციაში ცვლილებების შესახებ ხელმოწერილია მონრეალში 23.IX.1978. ოქმი მნიშვნელოვნად ზრდის პასუხისმგებლობის ფარგლებს, განამტკიცებს ფაქტობრივი ექსპლუატატორის პასუხისმგებლობის პრინციპს და ა.შ.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები