რუბინშტეინი არტურ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არტურ რუბინშტეინი – (28 იანვარი 1887, ლოძი – 20 დეკემბერი 1982, ჟენევა], პოლონელი პიანისტი. იგი ფორტეპიანოზე დაკვრას სწავლობდა ჯერ ვარშავაში (ა. რუჟიცკისთან), შემდეგ ბერლინსა და მორჟში (შვეიცარია). რ-ის დებიუტი შედგა 1898 ბერლინში, გასტროლებს მართავდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. 1939-იდან ცხოვრობდა აშშ-ში, 1954-იდან კი საფრანგეთში. ა.რუბინშტეინის შესრულების მანერა გამოირჩევა პოეტურობით, დიდი ემოციურობით, ვირტუოზული ოსტატობით. გადაღებულია კინოში (მიღებული აქვს „ოსკარი“). რუბინშტეინი XX ს-ის ერთ-ერთი უდიდესი პიანისტია.


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები