რუსეთ-დანიის კავშირი 1493

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რუსეთ-დანიის კავშირი 1493 – სამოკავშირეო ხელშეკრულება რუსეთსა და დანიას შორის, კავშირის ხელმომწერი მხარეები ვალდებულებას იღებდნენ, გაეწიათ ერთმანეთისათვის სამხედრო დახმარება რუსეთზე – ლიტვისა და პოლონეთის, ხოლო დანიაზე – შვედეთის თავდასხმის შემთხვევაში.

შვედეთის სამეფოს გაძლიერებამ ბალტიის ზღვის სანაპიროზე შეაშფოთა დანიის მეფე ჰანს I, რომელმაც სასწრაფოდ დაიწყო ანტიშვედური კავშირის ორგანიზება. 1493 წლის ზაფხულში ჰანს I-მა მიაღწია იმას, რომ მოსკოვთან გაეფორმებინა „სიყვარულისა და მეგობრობის“ ხელშეკრულება. იმავე წელს კოპენჰაგენში ჩავიდნენ მოსკოვის დიდი მთავრის ელჩები დ. პალეოლოგი და დ. ზაიცევი, რომლებმაც საბოლოოდ შეათანხმეს რუსეთ-დანიის კავშირის პირობები. კავშირი ოფიციალურად გაფორმდა 1493 წლის 8 ნოემბერს ხელშეკრულების დადებით. 1494 ივანე III-მ დაადასტურა ეს ხელშეკრულება. 1505, ივანე III-ის გარდაცვალების შემდეგ, კავშირმა ძალა დაკარგა, მაგრამ რუსეთის ახალმა დიდმა მთავარმა ვასილი III-მ 1506 კვლავ დაადასტურა კავშირის პირობებისადმი ერთგულება. რუსეთ-დანიის კავშირმა თითქმის 1513-მდე იარსება.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები